კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“- კეზერაშვილის და მერაბიშვილის კლანი იკვეთება - კეზერაშვილი, რომელიც ოლიგარქია, ყველამ ვიცით, როგორ იშოვა ფული

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლა მიმდინარეობს კლანებს შორის იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ჩაიგდებს პარტიის სადავეებს ხელში.

კახა კალაძის განცხადებით, იკვეთება თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის კლანი.

„ბრძოლა მიმდინარეობს პარტიის სადავეებს ხელში ვინ ჩაიგდებს, ვისი საკუთრება იქნება ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ასევე ვის ექნება გავლენა იმ მედია საშუალებებზე, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება. რა თქმა უნდა, იკვეთება დავით კეზერაშვილის და ვანო მერაბიშვილის კლანი. კეზერაშვილი, რომელიც არის ოლიგარქი, ყველამ ვიცით როგორ იშოვა ფული, დღეს თავის თავს მედია მენეჯერს უწოდებს. საზოგადოებამ კარგად ვიცით ვინ არის, რა ცხოვრებით უცხოვრია ამ ადამიანს. ეს დაპირისპირება უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”,- განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს