ადვოკატის განცხადებით, მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ბრალდებულების ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა განაცხადა, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არცერთი დაკავებული პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

მისი თქმით, ხვალ, სავარაუდოდ, ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართება, სადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო