ენერგეტიკულ ობიექტებში ბავშვთა ტრავმატიზმისა და უბედური შემთხვევების აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების ფარგლებში, კომპანია „თელასი“ მშობლებს თხოვნით მიმართავს, გააცნონ ბავშვებს ელექტროუსაფრთხოების ელემენტარული წესები.
როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, ხშირად ბავშვებს არ აქვთ წარმოდგენა იმ საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ელექტროობასთან. მათივე განმარტებით, ბავშვთა ტრავმატიზმის პროფილაქტიკის დროს, მნიშვნელოვანია მშობელთა დახმარება და ყურადღება.
„მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შევინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი - ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
კომპანია „თელასი“ თხოვს მშობლებს გააცნონ ბავშვებს ენერგეტიკული ობიექტების სიახლოვეს ქცევის ძირითადი წესები: