ალექსანდრე დარახველიძე - 2017-18 წლების შემდეგ მნიშვნელოვნად გადაიხედა კანონმდებლობა, 10 000-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ყოველწლიურად, 5 000-მდე საქმეზე იწყება გამოძიება

ის, რომ ძალადობა არის სირცხვილი, ეს უნდა გაითავისოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა და ნებსით თუ უნებლიედ მხარს არ უნდა უჭერდეს მოძალადეებს,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

დარახველიძე დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი.

„ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და საზოგადოების თითოეული წევრის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. მოგეხსენებათ, პოლიციამ უსწრაფესად, დანაშაულიდან დაახლოებით 2 საათში მოახდინა დამნაშავე პირების გამოვლენა და დაკავება. მათ ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული, ეს არის 15- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. რა თქმა უნდა, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი,"- განაცხადა დარახველიძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს საპატრიარქოს პოზიციას, რომელიც მედიას აკისრებს პასუხისმგებლობას, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე მხოლოდ მეცნიერულ დასკვნაზე დაყრდნობით შეუძლია ისაუბროს.

„ზოგადად, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის პირობების გარემოების შესწავლა ხდება შესაბამისი კვლევების საფუძველზე, სანამ არ იქნება ასეთი კვლევები, რომელიც მოგვცემს ზუსტ, მეცნიერულ დასკვნას, თუ რა იწვევს კონკრეტულ დანაშაულს, გამიჭირდება გამომწვევი მიზეზები შევაფასო“, - აღნიშნა დარახველიძემ.

მისივე თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურები ატარებენ უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას მოძალადეების მიმართ, თუმცა, აუცილებელია სხვა მიმართულებით მუშაობაც.

„2017-18 წლების შემდეგ მნიშვნელოვნად გადაიხედა კანონმდებლობა, 10 000- მდე ორდერი გამოიცემა ყოველწლიურად, 5 000- მდე საქმეზე იწყება გამოძიება და თუ გადავხედავთ პენიტენციურ სისტემაში პატიმრების რაოდენობას, ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ ამ დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამ მიმართულებით, თუმცა, მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო, ახლა არის დრო, რომ ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, ის, რომ ძალადობა არის სირცხვილი, ეს უნდა გაითავისოს თითოეულმა წევრმა საზოგადოების და ნებსით თუ უნებლიედ მხარს არ უნდა უჭერდეს მოძალადეებს. ჩვენ ამისთვის კამპანიაც დავიწყეთ წინა კვირას და შევხვდებით ყველას და ვესაუბრებით ყველას, რომ ერთობლივად დავგეგმოთ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის საზოგადოების, რა არის მედიის როლი, რომ სწორად გაშუქდეს ესა თუ ის ფაქტი, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს და მათ დაცვაზე ვიყოთ ორიენტირებული, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოძალადეების ქცევის კორექციის პროგრამების არსებობა,"- განაცხადა დარახველიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს