ირაკლი ზარქუა - „კეზერა“ მაგრად „ეღადავება“ „ნაცებს“, ყოჩაღ, „კეზერ“, მაგარი „ჟულიკი“ ხარ - სად ჭიაბერაშვილი და სად „ნაცმოძრაობა“? „ხაბემ“ იცის?! - „გუბაზას“ ეკუთვნის თავმჯდომარეობა

„კეზერა" მაგრად ეღადავება „ნაცებს“, ყოჩაღ, „კეზერ“, მაგარი „ჟულიკი“ ხარ, მე არ ვიცი, რა კომენტარი უნდა გააკეთო - სად ჭიაბერაშვილი და სად „ნაცმოძრაობა“? „ხაბემ“ იცის?! - მე მგონია, რომ „გუბაზას“ ეკუთვნის თავმჯდომარეობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე ფიქრობს.

ზარქუას შეფასებით, ვითარება ტრაგიკომიკურია.

„არ ვიცი, რა პროცესთან გვაქვს საქმე, იმდენად ტრაგიკომედიურია, კომენტარიც კი მეუხერხულება. "ხაბემ" იცის თუ უმალავენ ამას?

შიდაპოლიტიკური პროცესი მიდის სავარაუდოდ, გადანაწილება და ეს "კეზერა" რას ამაიმუნებს და ამასხარავებს ამათ, ვერ ვხვდები, მაგრამ ღირსნი არიან. პარტიას, რომელიც დაცლილია პრინციპებისგან, მორალისგან, პატრიოტობისგან, ბუნებრივია, ასე ეხუმრება ალბათ მერე "კეზერასავით" წაგებული ომით გამდიდრებული მინისტრი. ხუმრობა არ ჰქვია ამას, "ღადაობაა", რა ჭიაბერაშვილი თავმჯდომარედ, "ხაბე" კი, აქტივისტი იყო და გასაგებია, მაგრამ ჭიაბერაშვილის შემოყვანა, მე არ ვიცი... მე მგონია, რომ "გუბაზას" ეკუთვნის თავმჯდომარეობა, ყველაზე დიდი დამცველი "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ეგ იყო,"- განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო