ადვოკატი - ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა არ ვიცი, შეძლებს თუ არა ამას

ვიცი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს სურვილი აქვს, სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა არ ვიცი, შეძლებს თუ არა დასწრებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს უფლება, პირს პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება შეუზღუდოს.

"ჯერჯერობით ჩემთვის ცნობა არ არის ხელმისაწვდომი და პენიტენციური სამსახურის პოზიციას არ ვიცნობ. ეს ცნობილი ხდება ხოლმე დაცვის მხარისთვის უშუალოდ სასამართლო სხდომაზე, როცა პენიტენციური სამსახურის მიერ ოქმის მოწოდება ხდება, ამიტომ მათ პოზიციაზე კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ, თუმცა ვიცი, რომ მესამე პრეზიდენტს პროცესში მონაწილეობის მიღება სურს.

სამკურნალო დაწესებულებას არ აქვს უფლება, მხარეს, რომელიც პროცესში მონაწილეობს, პროცესში მონაწილეობის მიღება შეუზღუდოს. ეს არის ცალსახა. არავითარი ბერკეტი და მექანიზმი ამისა სამკურნალო დაწესებულებას არ გააჩნია," - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა