ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილებისთვის 7000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა

ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა - 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელსვე ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილავენ მოქალაქეებისთვის ბინების დაკანონების საკითხს. "85 ოჯახს გადაეცემა ბინა საკუთრებაში, რაც მანამდე არ იყო გადაცემული მათთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს