ნინო ლომჯარია - ექიმებმა დამიდასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრიდან სულ წევს, მოტორიკა შენელებული აქვს, ხელის მოძრაობა უჭირს და ფეხზე ვერ დადის

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ გაუარესებულია, ვიზუალურად ეტყობა. - შეიძლება ითქვას, ოქტომბრიდან მუდმივად წევს, მოტორიკა შენელებული აქვს, ხელის მოძრაობა უჭირს, ფეხზე არ დადის და სულ წევს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კლინიკა „ვივამედში“, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის სურვილია დღევანდელ სასამართლო პროცესს საქალაქო სასამართლოში დაესწროს, მაგრამ მისთვის გაუგებარია, ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე ის ამას როგორ შეძლებს.

„პირადად მიხეილ სააკაშვილს 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მას უჭირს საუბარი. შარშანდელთან შედარებით ვიზუალურად განსხვავებული იყო. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ გაუარესებულია ვიზუალურად ეტყობა. წონა მკვეთრად დაკარგული აქვს. როგორც ექიმებმა დამიდასტურეს, სულ წევს, ფეხზე არ დგება და არ ჯდება. ასევე, ცუდად იკვებება და ცოტას ჭამს. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრიდან აქვს. ექიმები იხსენებენ შემთხვევას, როცა მასთან პროკურორი და მოსამართლე შევიდა, ამის შემდეგ ემოციურ ფონზე ვითარება დამძიმდა.

ნევროლოგსაც ბოლო დასკვნა გაკეთებული აქვს. ის საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე. მკურნალ ექიმს ვესაუბრე და როგორც ამიწერეს, მდგომარეობა ოქტომბრიდან გართულდა. მანამდე სტაბილურად იყო, მეტ-ნაკლებად დადიოდა და კვებაც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ოქტომბრიდან მუდმივად წევს, მოტორიკა შენელებული აქვს, ხელის მოძრაობა უჭირს, ფეხზე არ დადის და სულ წევს. „ვივამედის“ ექმები ამბობენ, რომ არ არის ჯანმრთელი და ასევე, ბოლო თვენახევრის განმავლობაში მდგომარეობა გართულებულია.

მას თვითონ აქვს სურვილი სხდომას დაესწროს. მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა შეძლოს, მას ეს გაუჭირდება. კლინიკას შეუძლია გასცეს რეკომენდაცია და თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ კლინიკა მას ვერ შეაჩერებს. კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ მას პრეტენზიები არ აქვს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, სასამართლოში შუამდგომლობის დაყენება ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.

„ექსპერტიზის დასკვნა იქნება მრავალმხრივი, ჩვენც დასკვნიდან გამომდინარე რეკომენდაცია გვექნება. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საერთო ჯამში მკვეთრად გაუარესებულია. თუნდაც ის, რომ 40 დღის შიმშილობის შემდგომ ის ფეხზე იდგა და დღეს კომუნიკაციაც კი უჭირს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა