ნუგზარ წიკლაური - მიხეილ სააკაშვილს სულ რაღაც 500 მეტრზე გადაყვანის უფლებას არ აძლევენ, რათა მან არ გააკეთოს განცხადება - მთავრობას არ უნდა, მილიონობით ადამიანმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნახოს

მიხეილ სააკაშვილს სულ რაღაც 500 მეტრზე გადაყვანის უფლებას არ აძლევენ, რათა მან არ გააკეთოს განცხადება - მთავრობას უბრალოდ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში იხილოს, რომელშიც არის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია.

"ერთის მხრივ, ექიმები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მისი განკურნება აქ შესაძლებელია. ხოლო, მეორე მხრივ, სულ რაღაც 500 მეტრზე გადაყვანის უფლებას არ აძლევს პრეზიდენტს, რათა მან არ გააკეთოს განცხადება. მე მაქვს განცდა, რომ მთავრობას უბრალოდ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში იხილოს, რომელშიც ის არის. მათ არ უნდათ, რომ მილიონობით ადამიანმა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნახოს," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს