ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკვე ერთი წელია, რაც ძალიან მძიმეა და მიხარია, რომ ჯერ კიდევ თავმჯდომარე ნიკა მელია, უკვე პრიორიტეტად განიხილავს ამ საკითხს

პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა უკვე ერთი წელია, რაც ძალიან მძიმეა და მიხარია, რომ ჯერ კიდევ თავმჯდომარე ნიკა მელია, დღეს უკვე პრიორიტეტად განიხილავს ამ საკითხს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რითაც ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება შეაფასა.

რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო პროცესს - როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სასამართლოში გადაყვანა ვერ ხერხდება, რაც მიანიშნებს იმას, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ დაახლოებით, 2 კილომეტრშიც კი მისი გადმოყვანა, როგორც ჩანს, ვერ ხერხდება, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ცხადია, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, მესამე ქვეყანაში გაყვანა, რამაც უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნება. ეს არ არის არც პარტიული, არ პოლიტიკური საკითხი, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი თემა, რომ სააკაშვილი არ იქნას ფაქტობრივად, განწირული იმისთვის, რომ ციხეში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოკლას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო