„ვივამედის“ ხელმძღვანელი - სააკაშვილი ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გარეთა პროცესებში მონაწილეობა, კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! - ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო

მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო,- ამის შესახებ კლინიკა ვივამედის“ ხელმძღვანელმა ნინო ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარასკევს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აღნიშნა.

„არც მანამდე და არც ერთხელ ჩვენ მიგვიცია ეტაპირებაზე თანხმობა. პარასკევს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აღნიშნა. შესაბამისი კვლევები დაინიშნა. დღეს და ხვალ ამ კვლევებს ჩავატარებთ. განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. რაც შეეხება გადაყვანას, ჩვენ არცერთ შემთხვევაში და არცერთ ეტაპზე სასამართლოში წაყვანისა და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მისი სუბიექტური აზრია. შესაბამისად, ის თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი, ხოლო სამედიცინო კუთხით, ჩვენ პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხს ვაგებთ. პაციენტი მკურნალობს კლინიკაში, თავისთავად ეს მომენტი, რომ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, გასვლის პროცესს გამორიცხავს. ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო”,-განაცხადა ნადირაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის