არჩილ თალაკვაძე - ვინმეს სურვილი ჰქონდეს სააკაშვილი არ ნახონ, სპეკულაციაა - დამაზიანებელია, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის

დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ოპონენტების ბრალდებებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ იხილოს, რეალურად, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ ეს სპეკულაციაა.

მისივე თქმით, დღემდე არავის უთქვამს, რა დიაგნოზები აქვს სააკაშვილს, რომლის მკურნალობაც ვერ ხერხდება.

ამასთან, როგორც თალაკვაძე აცხადებს, უცნობია, რამდენად ასრულებს სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს.

"არ შეიძლება ამას სპეკულაციები მოჰყვეს. ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს სააკაშვილს და ვინმეს სურვილი ჰქონდეს, რომ ის არ ნახონ, ეს არის უბრალოდ არასწორი განცხადება და სპეკულაცია.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს განეკუთვნება ცალსახად ექიმების და ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციას და ვფიქრობ, მხოლოდ დამაზიანებელია, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის. რაც უფრო მეტად ხდება პოლიტიზება მისი ჯანმრთელობის საკითხების, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი, რომ გაუწიონ მას სათანადო სამედიცინო მომსახურება.

დღის წესრიგში რჩება ორი შეკითხვა, რომელიც არაერთხელ დაისვა და დღემდე პასუხგაუცემელია: კერძოდ, რა არის ის დიაგნოზები და დაავადებები, რომელსაც სამოქალაქო კლინიკაში ვერ მკურნალობენ ქართველი და უცხოელი ექიმები, ვინც ჩართულნი არიან სააკაშვილის მკურნალობის პროცესში და თანამშრომლობს თუ არა ის ექიმებთან თავის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასრულებს თუ არა იმ რეკომენდაციებს და დანიშნულებას, რაც აქვს ექიმების მხრიდან. ამ ორ შეკითხვაზე ჩვენ დღემდე მისი დაცვის მხარის მხრიდან პასუხები არ გვაქვს და არც თანხმობა და ნებართვა არ არის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გასაჯაროვდეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა