სახალხო დამცველის არჩევის საკითხს სავარაუდოდ, 13-16 დეკემბრის სასესიო კვირაში უყრიან კენჭს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვარაუდით, ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხი კენჭისყრაზე, შესაძლოა, 13-16 დეკემბრის სასესიო კვირას დადგეს.

როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, სახალხო დამცველის არჩევის თაობაზე ფრაქციებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და შეჯერდა პოზიციები კანდიდატების საერთო სიის შემცირებაზე.

“ეს არის პროცესი და მიხარია, რომ ამან საპარლამენტო კონსულტაციების სახე მიიღო. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, 13 დეკემბრის კვირაში შეგვეძლება ომბუდსმენის არჩევის საკითხს ვუყაროთ კენჭი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მოქმედ ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა