მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე - „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებისა და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”.

ხაზარაძის თქმით, ქვეყანა 6 თვეში 100 000-მა ადამიანმა დატოვა და „საინტერესოა, რატომ არ საქმდებიან” ისინი „ახალ გახსნილ საწარმოებში და რატომ გარბიან ქვეყნიდან”?

„ქართული ანდაზა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

ტყუილი პირველი: 2021 ერთ სულ მოსახლეზე GDP იყო $ 5,015. პრემიერმა დღეს გვახარა, რომ ის $7,500 გახდება, ეს ნიშნავს ეკონომიკის 40% ზრდა გვქონია ან გვექნება, რაც დაუჯერებელია და არ არის სიმართლე.

ტყუილი მეორე: 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენითო განაცხადა ასევე პრემიერმა, რასაც დასჭირდებოდა მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის რეალური ინვესტიციები ეკონომიკაში... ან 2000 საწარმო უნდა გახსნილიყო, სადაც საშუალოდ 50 ადამიანი მაინც დასაქმდებოდა... დაუჯერებელი ამბავია, სასაცილოც კი!

გავითვალისწინოთ ისიც რომ ქვეყანა 6 თვეში 100 000 ადამიანმა, რეალურმა სამუშაო ძალამ დატოვა. საინტერესოა რატომ არ საქმდებიან ეს ადამიანები ახალ გახსნილ საწარმოებში და რატომ გარბიან ქვეყნიდან?

ქართველი ეკონომისტების შეფასება მაინტერესებს ამ საკითხებზე!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა