გიგი წერეთელი - „ქართული ოცნების“ მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა ფარსის ნაწილია

„ქართული ოცნების“ მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაც არის იმ რაღაც ფარსის ნაწილი, რომელიც მთლიანად გასდევს 12 პუნქტის შესრულებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ხელისუფლების მიერ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნაზე საუბრისას განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ორი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, ხოლო მესამე მოსმენაზე ძირითადი პუნქტები ვეღარ შეიცვლება.

„არ ვფიქრობ, რომ რაღაც დიდის მომტანი და მანიშნებელია. ჩემი აზრით, ესეც არის იმ რაღაც ფარსის ნაწილი, რომელიც მთლიანად გასდევს თან 12 პუნქტის შესრულებას. დეოლიგარქიზაციაზე როცა არის საუბარი და ამბობენ, რომ ეს არანაირად არ შეიძლება ივანიშვილს შეეხოს და სხვებს უნდა შეეხოს, უკვე გაცხადებულია განწყობაც და ყველაფერი. ორი მოსმენით მიღებულია კანონი. მესამე მოსმენა არის მხოლოდ ძალიან მცირე სარედაქციო შენიშვნები, პრინციპებიც და ძირითადი პუნქტებიც ვერ შეიცვლება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელი გადაცემაში „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი და გასაკვირი იყო.

„მასთან ხშირად მაქვს კონტაქტი, უფრო მეტად ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. ჩვენ ვხვდებით ხოლმე სხვადასხვა შეხვედრაზე და დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ვერ ვატყობდი, რომ მას „აპეტიტი“ ჰქონდა ასეთი, რომ მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ეყარა კენჭი. ნამდვილად მოულოდნელი იყო, გასაკვირი იყო და მე მგონია, რომ რთულ საქმეში გაყო თავი. ალბათ, თვითონ უკეთ იცის რამდენად სჭირდებოდა. მე ვერ შევატყვე და ეტყობა მაინც რაღაცა ჰქონდა მაინც შიგნით, უდუღდა სისხლი, რომ მაგ საქმეზე წასულიყო“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა