ფრიდონ ინჯია ზოგიერთ დანაშაულზე მსჯავრდებული პატიმრებისთვის ამნისტიის უფლების კანონით აკრძალვის ინიციატივით გამოდის

პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია ზოგიერთ დანაშაულზე მსჯავრდებული პატიმრებისთვის ამნისტიის უფლების კანონით აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

როგორც ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მონასტერში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა, „მონაზვნის მიმართ განხორციელებულმა გაუგონარმა ძალადობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა“. ეს ყველაფერი კი, ინჯიას შეფასებით, „განაპირობა იმ ფსევდო-ლიბერალურმა პოლიტიკამ, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღესაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ახალგაზრდობის ტვინების გამორეცხვამ“.

“ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის მიმართ განხორციელებულმა გაუგონარმა ძალადობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ეს ყველაფერი განაპირობა იმ ფსევდო-ლიბერალურმა პოლიტიკამ, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღესაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ახალგაზრდობის ტვინების გამორეცხვამ… ის ორი ნაძირალაც ხომ 40 წლამდე ვაი მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის? ნახეთ,როგორ უტიფრად, არხეინად, თავდაჯერებულად ისხდნენ ისინი სასამართლო სხდომაზე?! თითქოსდა არაფერი მომხდარა. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, დადიოდნენ ქორწილებში, პანაშვიდებზე, ჰყავთ მშობლები, დები, ძმები, შეიძლება შვილებიც ჰყავდათ. შედეგად რა მივიღეთ? - გრძელდება ანტიეკლესიური კამპანია. ლოგიკური და დასაბუთებული მსჯელობა იყო საპატრიარქოს პრესსამსახურის მხრიდან, ფსევდო-ლიბერალებმა კი ორკესტრირებულად შეუტიეს ეკლესიას. გამოდის, რომ ე.წ. პარტიულ ჟურნალისტურ კასტას შეუძლია ილაპარაკოს და გამოხატოს თავისი აზრები. ემუქრებიან საპატრიარქოს გადაბუგვაზე. არნახული ზეწოლაა ღვთისმსახურთა მიმართ. რა უბედურების მომტანია ეს, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ამიტომ სანამ დროა უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე, სამშობლოს ღალატზე, დავიცვათ ის, რასაც რწმენა ჰქვია, იქნება ეს ქრისტიანული თუ მუსლიმთა, ან საქართველოში საუკუნეობით მცხოვრებთა სხვა რწმენა. აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი სისხლის სამართლის იმ დანაშაულებზე, რომელიც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ზოგიერთი განაჩენმისჯილი დამნაშავეების ამნისტირება კანონით უნდა იყოს აკრძალული, ეს იქნება ქვეყნის ღალატი, თუ მსგავსი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს ამ არაადამიანებმა მონაზვნის მიმართ, ან ეხება ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფას,ან ისეთ საქმეებს,რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის“,- განაცხადა ინჯიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო