დიმიტრი მედვედევი - თუ კიევს Patriot-ის კომპლექსები გადაეცემა, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება

ცივილიზებულ სამყაროს არ სჭირდება ნატო, კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრ ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 12% ცხოვრობს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"ნატო-ს ქვეყნებში პლანეტის მოსახლეობის არაუმეტეს 12% ცხოვრობს. ცივილიზებულ სამყაროს ეს ორგანიზაცია არ სჭირდება. მან უნდა მოინანიოს კაცობრიობის წინაშე და დაიშალოს, როგორც კრიმინალური ორგანიზაცია", - წერს მედვედევი „ტელეგრამის” არხზე.

ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იმუქრება, რომ თუ კიევს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან, ისინი რუსეთის სამხედრო სამიზნეები გახდებიან.

„თუ, როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, ნატო კიევის ფანატიკოსებს ნატო-ს პერსონალთან ერთად Patriot-ის კომპლექსებს მიაწვდის, ისინი მაშინვე გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

მისი თქმით, იმედი აქვს, ამას ალიანსში აცნობიერებენ.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში