დავიჭერ მეც ხელში „შპილკებს“ და ვიტყვი, რომ ეს არის მოსასმენი აპარატურა. ასეთ სისულელეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ მან საკუთარ სახლში და ავტომობილში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა.
როგორც კობახიძე განმარტავს, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას არ შეიძლება სკანდალური ეწოდოს.
“დავიჭერ მეც ხელში „შპილკებს“ და ვიტყვი, რომ ეს არის მოსასმენი აპარატურა. ასეთ სისულელეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ეს არ არის სკანდალური განცხადება, ეს არის სულელური განცხადება. სულელურ განცხადებას არ შეიძლება სკანდალური განცხადება უწოდო“,- აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ საკუთარ სახლში და ავტომობილში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა. როგორც ადვოკატი „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, აპარატურა გუშინ საღამოს საათებში, შემთხვევით, სავარძელში იპოვეს, შემდეგ კი სათვალთვალო კამერა ავტომობილშიც ნახეს.