საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი საერთაშორისო კომპანია ASBC გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი საერთაშორისო კომპანია ASBC გახდა. ბიზნეს ასოციაციის ცნობით, ASBC საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც IT სექტორში სერვისებსა და პროდუქტებს ნერგავს. მათივე ინფორმაციით, კომპანია მუშაობს 3 ბიზნეს მიმართულებით, როგორიცაა კორპორატიული ბიზნესი, საცალო ბიზნესი და ელექტრონული კომერცია.

„მივესალმებით ASBC-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ASBC IT სექტორში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაა და ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ ბიზნეს პრაქტიკასა და წარმატებულ პროექტებს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამ საუკუნის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა და მოხარულნი ვართ, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნეს ასოციაციის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიამ საქართველოში დაიწყო Apple პროდუქტის რეალიზაციის ახალი გამოცდილების შექმნა iSpace | Apple Premium Reseller მაღაზიების დახმარებით.

მათივე ცნობით, კომპანიის მიზანია, Apple-თან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილებით მიღებული უნარების საშუალებით, დაეხმაროს კომპანიებს Apple-ის მოწინავე გადაწყვეტების დანერგვაში. შესაბამისად, ASBC-ს ტექნოლოგიებისა და IT გადაწყვეტების ფართო არჩევანი იდეალურად ერგება და აკმაყოფილებს ყველა შესაძლო მოთხოვნას და მომხმარებელს სთავაზობს პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია