შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგში არსებულ ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქართულ-გერმანული ფორუმის წვლილი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განმტკიცებასა და გაფართოებაში.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ფორუმი ქმნის დამატებით პლატფორმას ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერებისთვის.

შალვა პაპუაშვილი ფორუმის წევრებს ესაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს