გიული ალასანია - ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში - ყველას მოვუწოდებ, მის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას არ ადანაშაულებს მოწამვლაში, არამედ მას მიაჩნია, რომ „აქ უცხო სახელმწიფოს კვალია“.

გიული ალასანია ყველას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავი შეიკავონ.

„ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, რომ აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ტესტები ამერიკაში, საუკეთესო ლაბორატორიაში გაკეთდა. ანალიზიც საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ გაუკეთდა. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან საკუთარ რეპუტაციას. ზერელედ ამ საკითხს არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ყველას მოვუწოდებ პოლიტიკურ მიზნით ხელის გაშვერისგან თავის შეკავებას, ასევე ყველას მოვუწოდებ ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას. აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის, სიცოცხლის და სიკვდილის საკითხი. ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრონ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ჩემი შვილი არ აპირებს მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში. სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი მაქვს. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზედ გაუარესებულ ჯანმრთელობას. გთხოვთ, პატივი სცეთ, ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის ღირსებას“,- აღნიშნავს გიული ალასანია.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე