შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ტობიას ლინდნერსს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია წლების განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი ორმხრივი დონორია, რამაც მრავალი შედეგი მოუტანა ქართველ ხალხს.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და მის მძიმე შედეგებზე. შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო მინისტრს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს წარმატება უსურვა რეფორმების განხორციელებაში და ამ პროცესში გერმანიის მხრიდან მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით , ვიზიტის ფარგლებში , გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს