შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს  შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს რენატა ალტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა რჩება მთავარ პრიორიტეტებად. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულდება.

„რენატა ალტმა გამოხატა საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა