ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორი ბიძინა ივანიშვილია, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია - ამოცანაა, რომ ხალხმა დაიწყოს საუბარი, ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა",- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია; შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს, მისი დაპირება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. გვახსოვს, ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის. ამოცანაა, რომ ხალხმა საუბარი დაიწყოს. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, არ გვაქვს სასამართლო. ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ არ მივცეთ ამის უფლება?! ამაშია მთავარი საკითხი", - აღნიშნავს ხოშტარია.

ცნობისთვის,მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა