შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების მძიმე ვითარებაზე.

„სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს როლი რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფაში. აგრეთვე, საუბარი შეეხო უკრაინაში ომს და მის შედეგებს რეგიონისთვის.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, წლის ბოლომდე დაასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო