შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დეპუტატებს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) წევრებს იურგენ ჰარდტს და როუდრიჩ კიზევეტერს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა გერმანული მხარის მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

„აღინიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველო-გერმანიას შორის მტკიცე, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვეს პარტიებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესასრულებლად. ბუნდესტაგის დეპუტატებმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა გამოხატეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა