ჩეხეთის საელჩო - ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ვაჭრობას უკავშირდება, რადგანაც იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხზე

ჩეხეთის ელჩმა იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელიც ქართულ მედიასაშუალებებში ჩეხეთი-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ბოლოდროინდელ პუბლიკაციებს ეხებოდა.

„ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი, კონტექსტის გარეშე გავრცელებული, არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას უკავშირდება, რადგანაც იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით. ორივე მხარემ განიხილა ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლებულია და ეს თემა არ იმსახურებს შემდგომ განხილვას”, - წერია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს