ჩინეთმა კოვიდ-რეგულაციების ნაწილი მოხსნა

ჩინეთის ხელისუფლებამ კოვიდ-რეგულაციების ნაწილის მოხსნა დაიწყო. Reuters-ის ინფორმაციით, ქალაქ შენშენის მაცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისას კოვიდ-ტესტების უარყოფითი პასუხის წარდგენა აღარ დასჭირდებათ.

რაც შეეხება ჩინეთის დედაქალაქ პეკინს, ქალაქის ქუჩებში სავალდებულო კოვიდ-ტესტების გაკეთების რეგულაცია მოხსნა.

გამოცემა წერს, რომ რეგულაციების მოხსნის პარალელურად ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, თუმცა, ჩინეთის ხელისუფლებამ რეგულაციების მოხსნის გადაწყვეტილება ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე მიიღო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია