ფინეთის პრემიერი - ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას დამოუკიდებლად შეეწინააღმდეგოს

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას დამოუკიდებლად შეეწინააღმდეგოს და მას აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.

„თქვენთან გულწრფელი უნდა ვიყო, ევროპა არ არის ახლა საკმარისად ძლიერი. შეერთებული შტატების გარეშე საფრთხეში ვიქნებოდით“, - განაცხადა ფინეთის პრემიერმა ავსტრალიაში ვიზიტის დროს.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ბევრი იარაღი მიაწოდა, დიდი და ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება გაუწია უკრაინას. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობდა.

„დიდი ხნის განმავლობაში, ევროპა აყალიბებდა სტრატეგიას რუსეთისთვის, ენერგორესურსების რუსეთისგან შესაძენად და ამ ეკონომიკური კავშირების დაახლოების მიზნით და ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ხელს შეუშლიდა ომს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ეს მოსაზრება სრულიად არასწორი აღმოჩნდა.

სანა მარინის განმარტებით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა მოუსმინონ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის პოლონეთი და ბალტიისპირეთი, რომლებიც დასავლეთს აფრთხილებდნენ, რომ რუსეთს „არ აინტერესებს ეკონომიკური კავშირები, არ აინტერესებთ სანქციები, როცა საქმე ეხება უკრაინაში შეჭრას“.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა