ლევან ბეჟაშვილი - არ გვინდა, ბრძოლის და გამარჯვების ყიჟინის დაცემა, თუ ხელისუფლებას ექნება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს

ჩვენ არ გვინდა, არც ბრძოლის ყიჟინის, არც გამარჯვების ყიჟინის დაცემა თუ ხელისუფლებას ექნება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღებს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის ობიექტურ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთიანობის აქცია, რომელშიც გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერებისა, მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ საზოგადოება არ იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის ჩუმი თანამონაწილე.

„დღევანდელი აქციის მიზანი არის სოლიდარობის გამოხატვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა, არც ბრძოლის ყიჟინის, არც გამარჯვების ყიჟინის დაცემა თუ ხელისუფლებას ექნება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღებს ამ ობიექტურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება თვისობრივად ახალი სახით წარმოაჩენს ქართულ საზოგადოებასაც და ქართულ სახელმწიფოსაც. ხელისუფლებას უნდა ეყოს ამის პასუხისმგებლობა, რომ გამარჯვების სუბიექტის ძიებით კი არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, არამედ მიიღოს ობიექტური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენ სხვა სახით წარმოვჩინდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე.

აქციის დაორგანიზება და მოწოდება განხორციელდა ლევან ხაბეიშვილის შტაბის მიერ, თუმცა ყველა წევრი იღებს მონაწილეობას და ყველას ვხედავ დღეს. ეს უნდა იყოს ერთიანობის აქცია და არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, არამედ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებიც არიან ამ აქციაზე, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ დღეს საზოგადოება არ იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის ჩუმი თანამონაწილე“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი