მეუფე იაკობი - იმათ ჭკუაში ჩამახედა, როგორ შეიძლება კიევში ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო - ძლივს შევძელით და არ ვომობთ, ღმერთი გვიფარავს და ვერც შემოვა რუსეთი

ვიღაცები, იმათ ჭკუაში, რომ ჩამახედა გამოსულები იყვნენ და როგორ შეიძლება კიევში ასეთი ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო - ყველგან სიცოცხლე ჩქეფს, არაფერს იკლებენ. ყველაფერზე საქართველომ უნდა გადაიხადოს საფასური?! ძალიან ზედმეტს რატომ ითხოვენ?!,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, როგორ შეიძლება ვიღაცებს დავაჩაგვრინოთ თავი, „გინდ საქართველოში, გინდაც ევროპასა და მსოფლიოში“.

„ვიღაცები, იმათ ჭკუაში, რომ ჩამახედა გამოსულები იყვნენ და როგორ შეიძლება, კიევში ასეთი ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დავდივარ და ჩვენთან, რომ უკრაინის დროშებია, ამდენი არსად არ არის. ამერიკის ტელევიზიებში ბოლოში არის გადასული უკრაინის საკითხი. ხელისუფლებები აქტიურად ეხმარებიან, უჭირს ქვეყანას... ყველგან სიცოცხლე ჩქეფს, არაფერს იკლებენ. ყველაფერზე საქართველომ უნდა გადაიხადოს საფასური?! ძალიან ზედმეტს რატომ ითხოვენ?! როგორ შეიძლება ვიღაცებს დავაჩაგვრინოთ თავი, გინდ საქართველოში, გინდაც ევროპასა და მსოფლიოში. სიმღერა, რომ არის: „ 3000 წელზე მეტი გვიცხოვრია როგორც ერსა“, ტყუილი ხომ არ არის?!. ჩვენი კულტურა, ვისზე ნაკლები ვართ?! პოლიტიკური კულტურაც ავიღოთ, ძლივს შევძელით და არ ვომობთ, ვის უნდა ვეომოთ?! იარაღსაც არ გვაძლევენ. ღმერთი გვიფარავს და ვერც შემოვა რუსეთი მეტად“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან მეუფე იაკობის თქმით, „ვითომ ევროპისკენ მიმავალი ადამიანები“ ბოლშევიკების პერიოდს აგონებს.

„ადამიანი მოაზროვნე არსებაა. იდეოლოგიის მსხვერპლი არასდროს უნდა გავხდეთ. ბოლშევიკების პერიოდს მაგონებს ეს ახალი, ვითომ ევროპისკენ მიმავალი ადამიანები. ჩვეულებრივ მაუზერები აკლიათ და კორჩაგინის ქუდები წითელი ვარსკვლავით, თორემ ქუჩაში დაგვხვრეტდნენ რამე რომ იყოს. შეეშვით ეკლესიასთან ასეთ საუბარს. არ დაგითმობთ, იმიტომ რომ საქართველოს წინააღმდეგ მიდიხართ. თუ დაიწყებთ რაღაცას, ჩვენც შეგვიძლია თქვენი სახე წარმოვაჩინოთ. არ გემუქრებით, უბრალოდ იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის