მედია - კადიროვის კრიტიკოსი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს

ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მთავარ კრიტიკოსს უწოდებენ, შვედეთში მოკლეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები „ტელეგრამის“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ტელეგრამის“ არხი 1ADAT წერს, რომ ტუმსო ღამით მოკლეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცსამსახურებმა ტუმსო აბდურახმანოვის ძმა გადამალეს.

„რადიო თავისუფლება“ თავის მხრივ იუწყება, რომ ბლოგერი 2 დეკემბრის ღამეს მოკლეს. შვედეთის სამართალდამცავ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები