თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა, მცირე თოვლიც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, სააგენტოს ინფორმაციით, 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში 0, -5, დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 8 დეკემბერს გამოიდარებს, დღისით ტემპერატურა +8 გრადუსამდე მოიმატებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა, მცირე თოვლიც აღინიშნოს. 8 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3 , ხოლო დღის საათებში +3, +5 გრადუსი იქნება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია