პრემიერი - ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია! - მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს თავიდან იქნა აცილებული

მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან იქნა აცილებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები „მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს“.

„წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები საქართველოში ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ისინი არიან ოპოზიციაში და იქედან ცდილობენ ომის გახსნას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე? საკუთარი ნებით და გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20% - კოდორის ხეობა, ასეულობით სოფლები და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომს და მათ გაუთვლელ ნაბიჯებს.

უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, ასევე დღეს მსოფლიოში და ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება. მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტით, ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ საომარ მოქმედებებში და სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი და შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის განმსაზღვრელი ჩვენი კეთილდღეობის. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო - სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული ეროვნული პოლიტიკა და არა ომით, მითუმეტეს წაუგებელ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია