პრემიერი - ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა და დასაქმება, სამუშაო ადგილები არ იქნებოდა, არაფერი არ იქნებოდა უბრალოდ - ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ

ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა და არავითარი დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. არაფერი არ იქნებოდა უბრალოდ. ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა არის მმართველის გუნდის სწორი პოლიტიკის შედეგი.

„რამდენიმე დღის წინ გამოვიდა საქსტატის ბოლო მონაცემები. იანვარ - ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 17%- ით გაიზარდა, 47 მლრდ ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. აქ მინდა ბიზნეს მივმართო, მან ძალიან კარგად იცის - ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა და არავითარი დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. არაფერი არ იქნებოდა უბრალოდ. ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ. ამას გარდა, იცით, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა, რეკორდული ზრდაა სამუშაო ადგილების. ბიზნეს სექტორში მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა