რუსთავის მე-20 საჯარო სკოლასთან არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული პედაგოგის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლასთან არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული, პედაგოგის ქართლოს სამარგულიანის მხარდასაჭერად, მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სკოლასთან სიმბოლურად, შავი შავი ფერის ტანსაცმლით, თეთრი ვარდებითა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით პლაკატებით მივიდნენ.

ისინი პედაგოგის, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებითაა დაკავებული, პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სამარგულიანი „ცრუ ბრალდებითაა დაკავებული და უკანონო პატიმარია“.

აქციაში მონაწილეობას ქართლოს სამარგულიანის ოჯახის წევრები, მეგობრები და რუსთავის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები იღებდნენ.

ცნობისთვის, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქართლოს სამარგულიანს ორი არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებაზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 51 წლის ქართლოს სამარგულიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ამავე სკოლის დირექტორსაც, მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის