აკია ბარბაქაძე - გავიგეთ, რომ სამჯერ ვიომეთ და მეოთხედ რომ დაგესხას მტერი, აღარ უნდა იომო?! - სოხუმი მშვიდობის ქალაქია, ცხინვალი მშვიდობის ქალაქია? ამ მშვიდობით რას მანიპულირებენ?

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, რომ რუსული ნარატივი გაეჟღერებინა - გავიგეთ, რომ სამჯერ ვიომეთ და მეოთხედ რომ დაგესხას მტერი, აღარ უნდა იომო?! - თავად სად იომა პრემიერმა, რომ გვაყვედრებს და მრავლობითი რიცხვით იძახის?! - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ჩვენ სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ეს საკმარისია“.

ბარბაქაძის თქმით, მას კითხვები აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და კახა კალაძესთან, თუ „რა გარანტია აქვთ მათ, რომ ეს მშვიდობა მშვიდობად დარჩება".

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ ჰქონდა მცდელობა, რომ რუსული ნარატივი გაეჟღერებინა. ეს ხელისუფლება ღიად რუსულ ნარატივებზე ზის. გავიგეთ, რომ სამჯერ ვიომეთ და მეოთხედ რომ დაგესხას, მტერი აღარ უნდა იომო?! ეს დამოკიდებულება ლოგიკაში ჯდება? ვის უთვლი, რას უთვლი? ან თავად სად იომა პრემიერმა, რომ გვაყვედრებს და მრავლობითი რიცხვით იძახის?! თვით ირანის მთავრობაც კი ცდილობს სახელმწიფო ინტერესებისგან გამომდინარე ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ახალგაზრდები და საკუთარი ქვეყნის მომავალი არ დააზიანოს. ამ კუთხით ეს ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს, რომ თავის მოსახლეობაზე იზრუნოს. იცით რა განსხვავება იმ ავტორიტარულ რეჟიმსა და ამას შორის? ის ირანის ხელისუფლებაა და ეს რუსული ხელისუფლებაა.

ირაკლი ღარიბაშვილთან და კახა კალაძესთან კითხვა მაქვს, სოხუმი არის საქართველოს ქალაქი? ცხინვალი არის საქართველოს ქალაქი? სოხუმი მშვიდობის ქალაქია? ცხინვალი მშვიდობის ქალაქია? ამ მშვიდობით რას მანიპულირებენ და რას გვაყვედრიან? რანაირი მშვიდობაა, სადმე ხელმოწერა არის? ვინმემ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ეს მშვიდობა ურყევია? რა გარანტია აქვთ, რომ ეს მშვიდობა მშვიდობად დარჩება? ესენი რას იძახიან, რუსული ხელისუფლება ვართ და კრემლი ჩვენ გვაძლევს გარანტიას, როგორც რუსულ ხელისუფლებას, რომ არ დაგვესხმება თავს? მაშინ გამოვიდნენ და ეს გვითხრან, იქნებ აღარ ვინერვიულოთ და მთელი ერი დავწყნარდეთ.

ეს ხელისუფლება ჩვენ სულ სხვა ლოზუნგით ავირჩიეთ. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ავირჩიეთ დასავლური ვექტორით და გარანტიით, რომ ჩვენ დასავლეთისკენ და ნატოსკენ წავიდოდით. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ რუსეთისკენ წავსულიყავით, მათ ასეთი დაპირება არ მოუციათ. ჩვენ ვხედავთ განცხადებებს პარტიის ლიდერებისგან და თანამდებობის პირებისგან, რომლებიც ღიად რუსულ ნარატივს აჟღერებენ და უკრაინის ომმა ეს გააშიშვლა“,- განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა