ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი - არჩევნების ჩატარების სამართლებრივი ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის - ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული პროცესისადმი საერთო ნდობის მისაღწევად

არჩევნების ჩატარების სამართლებრივი ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეულ იქნას პროცესისადმი საერთო ნდობა, - ამის შესახებ საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნის პროექტშია აღნიშნული, რომლის არაოფიციალურ თარგმანსაც პარლამენტი აქვეყნებს.

დოკუმენტში საუბარია, 12 რეკომენდაციაზე სამუშაოდ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფებზე, რომელთა შორის იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფიც.

დასკვნის პროექტში აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე ISFED- მა ვერ მიიღო დაშვება, ხოლო ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით, საიამ სამუშაო ჯგუფის ბოიკოტი მოახდინა.

ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის აზრით, ეს ფაქტები ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე“.

დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, სამი საპარლამენტო ოპოზიციური ძალების ბოიკოტის თაობაზეც და ნათქვამია, რომ ეს მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის მანიშნებელია.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან საპარლამენტო პროცესის ბოიკოტირება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და შესაძლოა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყოს გამოყენებული.

დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ პარტიებმა რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებს, მოგვიანებით თავად წარადგინეს ერთობლივი ცვლილებების პროექტი, ასევე დადებითად არის შეფასებული საიასა და ISFED-ის მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში პროექტის განხილვაში მონაწილეობა.

„სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება მუშაობის დაწყებისთანავე. თუმცა, ამ პარტიებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ დისკუსიებში.

ODIHR და ვენეციის კომისია მიიჩნევენ სამწუხაროდ, რომ ყველა პარტია არაა ჩართული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, რაც იქნებოდა ევროკავშირის რეკომენდაციის სულისკვეთების შესაბამისად კოლექტიურად პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ხელის შეშლა საარჩევნო რეფორმის თემაზე, როგორც დადებითი მოვლენა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ, რომელმაც მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება, შემდგომ წარმოადგინა ერთობლივი ცვლილებების პროექტი პარლამენტში, რომელიც ამჟამად არაოფიციალურად განიხილება პარლამენტში პარტიებს შორის. 2022 წლის 18 აგვისტოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, ერთ-ერთმა გამოცდილმა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საქართველოში, თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ვერ მიიღო დაშვება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რამდენადაც მმართველის პარტია აცხადებდა, რომ ამ ორგანიზაციამ „დაკარგა პოლიტიკური მიუკერძოებლობა“.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით, მნიშვნელოვანმა სამოქალაქო ორგანიზაციამ, რომელიც ჩართული იყო საარჩევნო რეფორმის პროცესში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტი.

ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის აზრით, ეს ფაქტები ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე“. დადებითი ფაქტია, რომ როდესაც პროექტი დასრულდა და წარედგინა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, როგორც ISFED-მა, ასევე, საიამ მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში, სადაც განხილულ იქნა ცვლილებების პროექტი, რომელშიც აისახა მათი შეთავაზებები. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი, იმ სახით, რომლითაც მათ დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით 2022 წლის 5 ოქტომბერს.

პროექტს მხარი ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რაც მანიშნებელია მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის, თუმცა, პოლიტიკური დიალოგი, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ფორმატში, უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის. ამ კონტექსტში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან საპარლამენტო პროცესის ბოიკოტირება ან ხელის შეშლა, მაშინაც კი, თუ ეს კანონისა და საპარლამენტო რეგლამენტის ფარგლებში ხდება, ძალზე დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და შესაძლოა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყოს გამოყენებული და არ წარმოადგენდეს პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტს.

ვენეციის კომისია და ODIHR უსვამენ ხაზს, რომ არჩევნების ჩატარების სამართლებრივ ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეულ იქნას პროცესისადმი საერთო ნდობა. მათ აგრეთვე სურთ, მოიშველიონ განცხადებები, რომ მათ აგრეთვე სურთ, მოიშველიონ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა 2021 წლის რეფორმების კონტექსტში, კონკრეტულად კი ის, რომ პროცესის სრულად ფლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა მონაწილეს შორის დიალოგის გზით, როდესაც წამყვანი სურვილი იქნება საქართველოს დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, რომ ძალისხმევა, მიმართული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურ ფრაქციებს შორის კონსენსუსის მიღწევაზე, გაგრძელდეს და სათანადოდ იქნას გათვალისწინებული სხვადასხვა მონაწილე მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინადადებები," - აღნიშნულია დოკუმენტში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა