გიორგი ვაშაძე - ვენეციის კომისიის დასკვნის 99 პროცენტი არის კრიტიკის ქარცეცხლი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებებს, ამას მხოლოდ ერთი პწკარი ეძღვნება

ვენეციის კომისიის დასკვნის 99 პროცენტი არის კრიტიკის ქარცეცხლი, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, არც ერთი წინადადება (პროექტიდან) სრულფასოვნად მოწონებული არ არის ვენეციის კომისიის მხრიდან, რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებებს, ამას მხოლოდ ერთი პწკარი ეძღვნება დოკუმენტიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვენეციის კომისიისა და ოდირის დასკვნას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, დოკუმენტში წითლად აქვს გახაზული ყველა გვერდზე ის შენიშვნა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაიმსახურა.

მისივე თქმით, რომ არა შენიშვნები, პროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნებოდა.

„სულ წითელია დოკუმენტი ფაქტობრივად, სრულფასოვნად პოზიტიურად არაფერი, ხაზს ვუსვამ - არაფერი არ არის შეფასებული. ამ პროექტს ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტს, რომელიც სრულად პასუხობს ვენეციის კომისიის და ევროპელების რეკომენდაციებს, მიზანმიმართულად არ გადააგზავნა ვენეციის კომისიაში”, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში, რომლის არაოფიციალური თარგმანიც პარლამენტმა გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ მიუხედავად დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება შეშფოთებას იწვევს.

დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ ზოგი წინარე რეკომენდაცია არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიის და ODIHR-ის რეკომენდაციაა, მათ ბოლო მოსაზრებებში და საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციები განხორციელდეს.

ამავე დასკვნის თანახმად, „არჩევნების ჩატარების სამართლებრივი ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეულ იქნას პროცესისადმი საერთო ნდობა“.

დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, სამი საპარლამენტო ოპოზიციური ძალის ბოიკოტის თაობაზეც, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველა პარტია არაა ჩართული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში და „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ხელის შეშლა საარჩევნო რეფორმის თემაზე, როგორც დადებითი მოვლენა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ, რომელმაც მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება, შემდგომ წარმოადგინა ერთობლივი ცვლილებების პროექტი პარლამენტში.“ ამავე დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკური დიალოგი, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ფორმატში, უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან საპარლამენტო პროცესის ბოიკოტირება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და შესაძლოა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყოს გამოყენებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე