ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა - უნდა გავაფერადოთ არჩევნები, ქალბატონი ვდგავარ თქვენ წინაშე და ველი ტექნიკურ გადაწყვეტილებას

თქვენ წინაშე ვდგავარ, ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილმა კანდიდატმა თამარ ალფაიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მზადაა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„მე აქ ვარ იმიტომ, რომ აქ მონაცემებია. მე აქ ვარ იმიტომ, რომ დემოკრატიის იდეის მწამს. მე აქ ვარ იმიტომ, რომ არჩევანის თავისუფლებას ვიცავ. მე აქ ვარ იმიტომ, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან, მინიმუმ, 2 შევასრულოთ, მესამეში დაგეხმარებით. მე აქ ვარ იმიტომ, რომ მედია არის ჩემი მეგობარი, მესამე სექტორიც, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მხარს არ მიჭერდა. მესამე სექტორს მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. მსურს ვიდგე წინა ხაზზე, სადაც ყველაზე ცხელი წერტილია რომ დავიცვა საჯარო ინტერესები. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს, გადაწყვეტილებები კი სულ ორი სახისაა - ან ეთიკური, ან ტექნიკური. თქვენ კითხულობთ როგორი კადრი გვჭირდება კონკრეტულ თანამდებობაზე? მე ვკითხულობ როგორ დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა და ნდობა არჩევნების მიმართ. ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ იკითხოს - რატომ უნდა დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა არჩევნების მიმართ, ტექნიკური თვალსაზრისით?! თითოეულმა თქვენგანმა ცალკე აღებულმა იცით, რომ მე თქვენი პროტეჟე არ ვარ, მაგრამ, შესაძლოა, ერთმანეთზე ეჭვობდეთ. დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა და მის საქმიანობაში ვერასდროს ვერავინ ჩაერეოდა. მე ქალბატონი ვარ და თქვენ წინაშე ვდგავარ, ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც“, - განაცხადა თამარ ალფაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო