ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ილია ლომიამ განუცხადა.

როგორც ლომია განმარტავს, შუამდგომლობის განხილვას, ასევე, მოწმეების დაკითხვას, მინიმუმ, 2 პროცესის ჩატარება დასჭირდება.

„მოგეხსენებათ, პარასკევს, 13:00 საათზე, შუამდგომლობის განხილვაა დანიშნული. ჩვენ სასამართლოში იმ მოწმეებს წარმოვადგენთ, რომლებმაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შეადგინეს, რის საფუძველზეც სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მივმართეთ. პარასკევს დასკვნის შემდგენ ექიმ-სპეციალისტებს, ექსპერტებს წარმოვადგენთ, ისინი სასამართლო განხილვის დროს უნდა დაიკითხონ, განმარტებებს მისცემენ, როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე, განმარტებებს მისცემენ ასევე, პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებიც. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს.

სასამართლოში ჩვენებას მისცემს „ვივამედის“ მკურნალი ექიმიც. ასევე, როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა სასამართლოში უნდა წარადგინოს მისი მოსაზრებები, სავსებით შესაძლებელია, კონსილიუმის წევრები დაიკითხონ, რომლებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს. ჩვენ, ასევე, მზად ვიქნებით იმისათვის, რომ სასამართლო პროცესზე უცხოელი ექსპერტები დისტანციურად ჩავრთოთ. ამ ყველაფერს მინიმუმ, 2 სხდომა მაინც დაჭირდება“, - განაცხადა ლომიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობაზე, რომელიც სასჯელის გადავადებას შეეხება, სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს. აღნიშნულზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო