რომან გოცირიძე - ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად - თუ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება არ მოხდება, პარტიამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს, მათ შორის აქციები

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

შეხვედრას პარტიის სამდივნო, საპარლამენტო ფრაქციის წევრები და სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები დაესწრებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული მიდგომა არასდროს ყოფილა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის სასჯელი არ გადავადდება, პარტიამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს, მათ შორის აქციები.

„დღეს შეიკრიბება პარტიის სამდივნო და საპარლამენტო ფრაქცია და ამ შეხვედრის მთავარი თემა იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საკითხი და ის ნაბიჯები, რაც აუცილებლად უნდა გადაიდგას მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სასამართლო, რომ დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს ყველამ ვიცით - რასაც დაავალებს პარტია და ბიძინა ივანიშვილი, იმას გამოაცხადებს. ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიაში არასდროს ყოფილა განსხვავებული მიდგომა. ჩვენ ვხედავთ, რომ უკიდურეს ზღვრამდეა მისული, ეთამაშებიან ადამიანის სიცოცხლეს, მანიპულირებენ და ფაქტობრივად, შესაძლებელია ისეთი პროცესი მივიღოთ, რომელმაც გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები, მათ შორის ქვეყნისთვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო