პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - იმედი გვაქვს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსენსუსი იქნება

იმედი გვაქვს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსენსუსი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ­საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ რომელიმე კანდიდატი ხმების იმ რაოდენობის დაგროვებას შეძლებს, რაც 5 წლის ვადით ასარჩევად საკმარისი იქნება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოხდება კონსენსუსი, შეთანხმება და ხმების იმ რაოდენობის დაგროვებას შეძლებს რომელიმე კანდიდატი, რომ იმ 5 - წლიანი ვადით იყოს არჩეული ცესკო- ს თავმჯდომარედ, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ალბათ ისევ 6 თვით დანიშნულ თავმჯდომარეს“, - განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისათვის, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტმა პარლამენტს თამარ ალფაიძის და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. კანდიდატურებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსმენენ.

დღესვე იგეგმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლევან ისაკაძის, გიორგი მარსაგიშვილის, ქრისტინე ქაჯაიას და ნათია წიპტაურის კანდიდატურების მოსმენა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები ასარჩევად 5 აგვისტოს წარუდგინა.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი