სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ვერანაირი პროპაგანდით ვერ აარიდებს თავს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დაეკისრება იმ ხალხს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობასთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება“ ვერანაირი პროპაგანდით ვერ აარიდებს თავს იმ პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც დაეკისრება იმ ხალხს, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობასთან დაკავშირებით, - რაც უფრო სწრაფად მიიღებს ივანიშვილი გადაწყვეტილებას, მით უკეთესი იქნება - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს ინტერესებშია, სააკაშვილი საზღვარგარეთ სწრაფად გადაიყვანონ.

„უმძიმესი ვითარება გვაქვს, ერთი მხრივ ყველა დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, მისი მდგომარეობა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დამძიმდება თუ სამკურნალოდ მისი გადაყვანა არ მოხდება. მეორე მხრივ ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს დღეს მის უმძიმეს მდგომარეობაზე და იმაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შესაძლოა, ციხეში მოწამლეს. ამიტომ დღეს სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ და ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის სავალალო შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს. საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, მე არ ვფიქრობ, რომ აქ ცრუ პროპაგანდით შეიძლება "ქართული ოცნება" ფონს გავიდეს. რაც უფრო სწრაფად მიიღებს ივანიშვილი გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადარჩეს სააკაშვილის სიცოცხლე, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ჩვენი სახელმწიფოსთვისაც.

ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ეკისრება იმ ხელისუფლებას რომელიც შესაბამის ორგანოებს და შესაბამისი უწყებების მუშაობას აკონტროლებს, ამიტომ „ქართული ოცნება" ვერანაირი პროპაგანდით და ტყუილების გავრცელებით ვერ აარიდებს თავს იმ პოლიტიკურ და მე ვიტყოდი სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც, რომელიც დაეკისრება იმ ხალხს ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი