ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინის სამხედრო დახმარების თაობაზე, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ - ამ ომში, კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით

მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ - ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ „უკრაინა საქართველოს სამხედრო დახმარებას სთხოვს“.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს.

„მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. 190 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე, ვინც უკრაინას ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. მანამდე დავეხმარეთ უკრაინელ ლტოლვილებს და მათ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ეს დახმარება ახლაც გრძელდება. ამის მაგალითია უკრაინულ ენაზე განათლება - უკრაინელი ბავშვები აქ განათლებას იღებენ უკრაინულ სკოლებში, რომელიც გავხსენით. რაც შეეხება დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამას და დახმარებას გავაგრძელებთ.

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამის თაობაზე, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ, ამ ომში, კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით, ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდი პასუხისმგებელი ვართ ხალხის წინაშე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო