ირაკლი ღარიბაშვილი - ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არეულობას არ შემოვატანინებთ - სააკაშვილის ჩამოყვანით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლო კარტი გამოიყენა

ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს - ჩვენს ქვეყანაში „ომის პარტიას“, ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალუმა მოძრაობამ“ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანით ბოლო კარტი გამოიყენა.

„ომის პარტია, დეგრადირებული, მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არ არის საინტერესო რას იტყვიან ისინი, საქართველოში, ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, რადგან ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი. ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს - ჩვენს ქვეყანაში ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორიც არის დღეს ჩვენთან, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილები, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს