ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს - არასწორად მოახდინეთ ინტერპრეტირება, თითქოს ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ომობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვუწოდე - მე ვთქვი შემდეგი: არის კატეგორია, რომელიც დიახაც, „ომის პარტიის“ წაყვანილია

ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული და ეს თქვენი დამსახურებაა, რომ არასწორად მოახდინეთ ინტერპრეტირება, თითქოს მე, ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს უკრაინაში ომობს, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით, თქვენ, ყველა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც განმარტებები გააკეთა უკრაინაში ქართველი მებრძოლების თაობაზე რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაზე.

„მინდა საზოგადოებას განვუმარტო და მათ შორის, ყველას, ვინც შესაძლოა უსმენდა ჩემი ნათქვამის ამ არასწორ ინტერპრეტაციებს. მე მგონი ყველამ ძალიან კარგად გაიგო და მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ნათქვამი. პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად - ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებს, ეს არის ტრაგედია, ეს არის დიდი დანაკლისი და ჩვენ, ყველა ამას განვიცდით. მე ვთქვი, რომ სახელმწიფო, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიწას მიებარა.

მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ ამორალურ ოპოზიციას, რომ ისეთ საკითხებზე,რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მითუმეტეს, განსაცდელში მყოფი, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური, უზნეობა და ფარისევლობა.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ. მე ვიყავი შსს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერ-მინისტრი ვარ. ჩემი დამოკიდებულება, პატივისცემა და ზოგადად ყურადღება ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი და ვეტერანებისა და ასევე, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. მე ამას ისე არ ვამბობ, მე უბრალოდ, ჩემ პოზიციას გამოვხატავ. ჩემი ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული და ეს თქვენი დამსახურებაა, რომ ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე, ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს უკრაინაში ომობს, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით, თქვენ, ყველა. მე ვთქვი შემდეგი - უნდა გაიმიჯნოს! ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები დასახელდა ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით. არიან ადამიანები კონკრეტული გვარებით და სახელებით, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სააკაშვილთან. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობდნენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი, თუ ორგანიზებული „ნაცმოძრაობის“ და ომის პარტიის მიერ. მე ვთქვი შემდეგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უნდა გაიმიჯნოს!. არის კატეგორია, რამდენიმე ადამიანი, არ ვიცი, შეიძლება ათეული იყოს, რომლებიც არიან, დიახაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სააკაშვილის, ომის პარტიის, იმ პარტიის ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადასცა, მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. მე ვთქვი შემდეგი, რომ ეს ადამიანები არიან პირდაპირ ასოცირებული... ზოგიერთი მათგანი დღესაც მოქმედი პარტიის წევრია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი