პრემიერი - მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც უკრაინაში ომობს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდად დაბრუნება თავის ოჯახებში

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მეომარ საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ჯანმრთელობა და ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ დაღუპული სამხედროების მისამართით გამოყენებული ტერმინი „საწყალი" მისი გულწრფელი ემოცია იყო, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ნებისმიერს შეიძლება გაუჩნდეს და ამის გამო კრიტიკა გაუგებარია.

"მე მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც უკრაინაში ომობენ, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდად დაბრუნება თავის ოჯახებში, ჩვენთან, საქართველოში. ეს არის ჩვენი მთავარი გულწრფელი სურვილი",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა