ელენე ხოშტარია - გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება - არ გაუვათ ამ ადამიანების შეურაცხყოფა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საგანგაშოს უწოდებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ „სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას“.

როგორც ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ გმირების შეურაცხყოფა არ გაუვა.

„ეს არის უკიდურესად საგანგაშო განცხადება და კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გვეუბნება, რომ გმირებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პუტინთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება. ამას თუ გაბედავენ, შესაბამისი დასკვნები და პასუხი იქნება. ამ გმირების შეურაცხყოფა საზოგადოების რეაქციის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ ძვირი დაუჯდა. არ გაუვიდათ თავხედობა და დუმილი, კიდევ უფრო არ გაუვათ ამ ადამიანების შეურაცხყოფა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ხოშტარიას განცხადებით, განიხილეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვითარების შესაძლო განვითარებაზე იმსჯელეს.

„განვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვისაუბრეთ შესაძლო სცენარებზე. მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის და არ იქნებ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საზრუნავი საკითხი. იქნება ერთობა და ამ ერთობაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ [სააკაშვილი] გადავარჩინოთ და ქვეყნიდან გავიდეს. მზად ვართ, ერთობლივი მოქმედებისთვის. დღეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე. ხვალინდელი სასამართლო არის ტესტი - მოიყვანენ თუ არა. ვის უმალავენ და რატომ მალავენ. თუ გგონია, რომ პრობლემა არაა, რატომ არ აჩვენებ საზოგადოებას. ე.ი. დასამალია ხომ რაღაც?! მეორე საკითხია, რამდენად სწრაფად წავა პროცესი. აქ ბევრი დრო არ არის, ვერ გაჭიანურდება, სწრაფად უნდა დასრულდეს და გავიდეს ქვეყნიდან, ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება სცენარზე, თუ რას გადაწყვეტს საბოლოოდ ივანიშვილი. უკან დახევას, შეგუებას და დაქსაქსვას არ ვაპირებთ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი