გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს და ადვოკატ რობერტ თრექმანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, მარკ სპეისერს და ადვოკატს, რობერტ თრექმანს შეხვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, ასევე პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსები - ირაკლი ჩილინგარაშვილი და ნინო აღლემაშვილი ესწრებოდნენ.

„გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, მარკ სპეისერს და რობერტ თრექმანს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების მანდატის და ფუნქციონირების, უწყების დამოუკიდებლობის გაძლიერების, ეფექტიანი საქმიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

მარკ სპეისერმა და რობერტ თრექმანმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების განვითარების პროცესში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის როლს.

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, ნინო აღლემაშვილის განცხადებით, პროკურატურისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე უცხოელი პარტნიორების და კოლეგების აზრის მოსმენა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

როგორც აშშ-ის ფლორიდის შტატის მოსამართლემ მარკ სპეისერმა აღნიშნა, უკვე მეორედ მიეცა გენერალურ პროკურორთან და მისი გუნდის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა. მისივე თქმით, შეხვედრა ინფორმატიული და ნაყოფიერი იყო. ადვოკატ რობერტ თრექმანის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით შთამბეჭდავია.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის